მთავარი » 2010 » მაისი » 13 » არ მითხოვია
9:25 PM
არ მითხოვია
არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი... 
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება. 
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი... 
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება. 

არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?.. 
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო. 
არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა... 
არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ... 

არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი. 
ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს... 
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი... 
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]