მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » არ მინდოდაო,მერე არ მითხრა...
11:43 AM
არ მინდოდაო,მერე არ მითხრა...



მე გადახსნილი დამაქვს ვენები,
ალადასტური მოჟონავს წითლად,
მოვალ!
ბახუსად გადაგედები,
არ მინდოდაო,მერე არ მითხრა.



ნიაღვარივით წავლეკ სისხლძარღვებს,
ბაგეს წავართმევ დაუხნავ სიტყვას,
შენს სიმარტოვეს სუნთქვით გავარღვევ,
არ მინდოდაო,მერე არ მითხრა.

კალოზე დავლეწ შენს არითმიას,
სამოსს მოვპარავ მძინარე მიწას,
შენი ცხოვრება ლოგარითმია,
წუხელ ლოგინში მე რომ ჩამიწვა.

მე ყოველ დილით ღამედ ვთენდები
და სიმარტოვეს, სხეულს რომ გიხრავს,
მოვალ ქარიზმად გავუმთელდები,
არ მინდოდაო,მერე არ მითხრა!


თეკლე ბატონიშვილი
 
                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1140 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]