მთავარი » 2010 » მარტი » 14 » არ არსებობს ადამიანი,რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთხელაც არ დაფიქრებულიყო,თუ რა არის სიცოცხლე
0:45 AM
არ არსებობს ადამიანი,რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთხელაც არ დაფიქრებულიყო,თუ რა არის სიცოცხლე
არ არსებობს ადამიანი,რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთხელაც არ დაფიქრებულიყო,თუ რა არის სიცოცხლე,ცხოვრება და საერთოდ რა მიზანი აქვს მის ამ ქვეყნად მოვლენას.ადამიანთა უმრავლესობა ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობს ან საერთოდაც არც ეძიებს,რადგან თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად თვლის და ვერ წარმოუდგენია რომ ამ ქვეყნად მის გაჩენას რაიმე მიზანი აქვს და განაგრძობს ცხოვრებას ისე როგორც ამას გული და ინტუიცია კარნახობს,ხარობს ცხოვრებით და აზრადაც არ მოსდის,რომ მის გარშემო არის ხალხი რომელსაც ვერ გაურკვევია რა არის სიცოცხლე და რისთვის გაჩნდა ამ მშვენიერ ქვეყანაში და იქნებ სულაც სჯობდა არ გაჩენილიყო,რადგან თავს უიღბლო და უბედურ ადამიანად თვლიან.ფიქრობენ,ფიქრობენ და ფიქრებში ვერც კი გრძნობენ რომ სიცოცხლე დამთავრდა,დამთავრდა ისე რომ თავიანთი ადგილი აქ ვერ იპოვეს და მერე იწყებენ ფიქრს იმის შესახებ იმ ქვეყანაში როგორ იცხოვრებენ და იმასაც ვერ წარმოიდგენენ რომ იქნებ ფიქრის მაგივრად გონება და ხელი აემუშავებინათ და იმასაც გაიგებდნენ რისთვის გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე. 
იყო დრო დედამიწა მოწყენილი იყო და ამ მოწყენილობისგან ტიროდა.ღმერთი მიხვდა,რომ რაღაც უნდა შეეცვალა და შეცვალა კიდეც.შეჰქმნა ადამიანი,რომელსაც ადამი დაარქვა,მაგრამ ამ იდეამაც არ გაამართლა,რადგან ადამიც მარტო იყო და იმანაც მოიწყინა,ვერ გაუძლო ღმერთმა თავისი შექმნილი არსების მოწყენის ყურებას და ადამის ნეკნისგან შექმნა მეორე არსება,რომელსაც ევა დაარქვა.Aადამმა გაიხარა თავისი მსგავსი არსების დანახვა და შეუყვარდა.თუმცა მაშინ ეს გრძნობა ახალი იყო და ვერ მიხვდა რა იყო ეს,თუმც მოგვიანებით გაერკვა გრძნობებში და მიხვდა რომ უყვარდა.აქედან დაიწყო მამაკაცისა და ქალის სიყვარული და კვლავ გაგრძელდება სამყაროს აღსასრულამდე. 
  თოვლი მოდის,თეთრი ქათქათა ფანტელები ცვივა ციდან.რა იცის ფიფქმა,რომ დედამიწაზე დაცემისთანავე დადნება,წყლად იქცევა.ძალიან ლამაზია ფიფქი,იგი უმანკოების განსახიერებაა,რომელიც შეხებისთანავე სირცხვილისგან იწურება,ცრემლებად იღვრება.მას მრავალი ოცნება აქვს,თუმცა ეს ოცნება შეუსრულებადია.მისი ყველა ოცნება ხომ დედამიწას ეხება,დედამიწა მისი შეყვარებულია,სურს შეეხოს,შეიგრძნოს იგი,თუმცა მას ეს არ უწერია.თუმცა არის გამონაკლისები,როცა მას უმართლებს და თავის სატრფოსთან რამდენიმე ხანს გასტანს,მაგრამ გამოანათებს მზე და მაშინვე შორდება სატრფოს.მზე ხომ მისთვის ბოროტი არსებაა და ძAალიანაც უკვირს,როცა იგებს ხალხისგან მზის ქებას.ყველაზე მეტად ფიფქს ბავშვები უყვარს,ალბათ იმიტომ რომ მისი მოსვლა ბავშვებს ყველაზე მეტად უხარიათ.დიდებს კი…აქ რამდენიმე ტიპად იყოფა ხალხი.ზოგს უყვარს,ზოგს არა.თუმცა ძალიან მცირეა იმ ხალხის რაოდენობა რომელსაც თოვლი არ უყვართ.თუმცა Dდიდებიც ხომ იყვნენ ბავშვები?ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს რომ ყველას უყვარს იგი.ბავშვები მისგან თოვლის ბაბუებს აკეთებენ,გუნდებს.ეს მომენტი ფიფქებს არ უყვართ,რადგან ამ დროს ერთმანეთს ეხებიან,იჭყლიტებიან,მაგრამ იციან,რომ ბავშვები ამას შეუგნებლად აკეთებენ და იმითაც არიან კმაყოფილნი რომ ბავშვები მხიარულებენ და ბედნიერნი არიან.დაე,ისევ მათ სტკიოდეთ და ისევ ისინი იტანჯებოდნენ.ძალიან უყვართ კიდევ ახალი წელი და ტყე.მაშინ არიან ყველაზე უფრო ბედნიერნი,როცა მათი დედამიწაზე მოსვლა ახალ წელს ემთხვევა,მაშინ ხომ უფრო ლამაზები არიან,უფრო მეტი სიყვარულით მოფარფატებენ დედამიწისკენ,რომ ჩაეკრან თავიანთ სიყვარულს.დედამიწაც დიდი სიყვარულით იღებს მას,რადგან ახალი წელი თოვლთან ერთად ხომ ულამაზესი სანახავია.რა სჯობია ახალი წლის ღამეს ნაძვის ხესთან და თოვლთან ერთად.ეს ხომ ყველა ბავშვის ნატვრაა 
სიყვარული?რა არის სიყვარული?ამის შესახებ იმდენ ადამიანს,უფრო სწორედ იმდენ ფილოსოფოსს,პოეტს თუ მწერალს აქვს დაწერილი,რომ ალბათ ჩემი აზრი მათთან რა მოსატანია,მარა მეც ხომ მაქვს ჩემი სუბიექტური აზრი და უფლება ორიოდ სიტყვა ვთქვა ამ გრძნობაზე?კი,ნამდვილად მაქვს და სწორედ ამ უფლების გამოყენებას ვაპირებ,თუმცა დარწმუნებული ვარ ახალს არაფერს ვიტყვი…მარა მაინც…ამ ოთხმარცვლიან სიტყვაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი,ლექციების კითხვა,მარა მაინც ვერავინ ზუსტად ვერ განსაზღვრავს ამ გრძნობას.ეს გრძნობა ყველა ადამიანთან ინდივიდუალურად მიბრძანდება:ზოგთან ეს მტკივნეულად ხდება,ზოგთან კი ძალიან ბედნიერად.ამის განსაზღვრა წინასწარ არ ხდება,რადგან ყველაფერი სპონტანურად ხდება.შიყვარული ზოგთან შეიძლება ერთი ნახვით მივიდეს ანუ ერთი შეხედოს გოგომ ან ბიჭმა საპირისპირო სქესს და იგრძნოს,რომ ამურმა ისარი გაუყარა,ზოგს კი უფრო მეტი დრო სჭირდება ამის გასარკვევად.სიყვარული!ამ გრძნობამ არც სქესი იცის,არც კანის ფერი,არც ასაკი,არც ის საზოგადოების რა ნაწილი ხარ.იგი როგორც გლეხთან,მუშასთან,მასწავლებელთან,ასევე მეფესთან ერთნაირად მიდის და როცა მივა,მაშინ ყველა ერთნაირი ხდება.ამ ყველა ადამიანს ერთი გრძნობა აერთიანებს და ამას სიყვარული ჰქვია.აი,სულ ეს არის რისი დაწერაც ეხლა მინდოდა.ხომ ვთქვი განსაკუთრებულს არაფერს ვიტყვი მეთქი,უბრალოდ ამის დაწერა მომინდა რატომღაც 
  მე რომ დავიბადე,ცაზე ვარსკვლავი მოწყდა.ნათქვამია ადამიანი რომ იბადება,იმ დროს მეორე იღუპებაო და ამ ადამიანის ცხოვრება გრძელდება მასშიო.საინტერესოა ვინ დაიღუპა ამ დროს?მაინტერესებს ვინ იყო,რას საქმიანობდა და რა ვერ განახორციელა ამ ქვეყნად ყოფნის პერიოდში.თუმცა ალბათ რასაც მე გავაკეთებ იმ ადამიანის გასაკეთებელი იყო. ეს ცხოვრება ძალიან საინტერესო რამაა,ბევრი გამოუცნობი რამაა და ალბათ ასეც დარჩება.მეცნიერები კი წვალობენ,თავს იკლავენ მათ გამოცნობაზე.მართლა საინტერესოა თუ არის ცხოვრება მარსზე,ამასაც დიდი ხანია იკვლევენ თუმცა ესეც გამოუცნობია.ისიც საინტერესოა ეს თქმულება თუა ნამდვილი,მართლა იმდენი ვარსკვლავია რამდენიც ადამიანი?და თუ ვარდება ვარსკვლავი ადამიანის სიკვდილისთანავე.მაგრამ სანამ ამას გაიგებენ მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები და ამას იმედია იქ შევიტყობ როცა მოვწყდები ცას და წავალ მეორე ქვეყანაში,რომელიც იმედი მაქვს რომ არსებობს და ცხოვრება იმაზე უკეთესია ვიდრე აქ

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1294 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]