მთავარი » 2010 » მარტი » 23 » ამქვეყნად არის ბევრი რამ წმინდა,
9:12 PM
ამქვეყნად არის ბევრი რამ წმინდა,
ამქვეყნად არის ბევრი რამ წმინდა,
თუკი მიხვდება კაცი,
თუ ვინმე შეძლებს გაიგოს სრულად
ქალის ცრემლების ფასი...

თუ შეეცდება დარდის გაფანტვას,
უიმედობის დღეებს,
თუ ამოაშრობს ჩუმი ალერსით
დარდით დაღვენთილ ცრემლებს.

ქალის ქვითინი, რომელსაც თითქოს
ოცნება გაუფრინდა,
რა შეიძლება ამქვეყნად იყოს
ამაზე უფრო წმინდა?!

ბევრი რამ არის თაყვანსაცემი,
თუკი მიხვდება კაცი,
ოღონდ გაიგეთ,
ოღონდ გაიგეთ
ქალის ცრემლების ფასი.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1014 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]