ამეკვიატე ყველა ფიქრებში.... - 27 ივნისში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » ივნისი » 27 » ამეკვიატე ყველა ფიქრებში....
3:09 PM
ამეკვიატე ყველა ფიქრებში....


ამეკვიატე ყველა ფიქრებში,

დარდში, სიცილში, ცრემლშიც- თუ გნებავს,
აკრძალულია ჩემთვის ნუგეში,
ამ სიყვარულის არ მაქვს უფლება.
დილას -მზის სხივით გეჩურჩულები ,
დღე -შენს ნაფეხურს დავსდევ კვალდაკვალ,
შემოგიჩრდილე ფეხის გულები
და მზერას გპარავ ,ღამით- თვალდათვალ.
ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე,
გულს ჩაგიტნევ და თან ამოგყვები,
მონატრებიდან მონატრებამდე,
შენსკენ სავალ გზებს კვლავ გამოვყვები.
მერე, ფერებით მოგაჯადოვებ,
მკერდს დაგებნევი როგორც თილისმა.
სხვისი ხარ ,მაგრამ ჩემთან დაგტოვებ,
რაც უნდა სული კორტნოს სინდისმა.
იცოდე ,როცა სხვას შეიყვარებ,
კრძალვით სიშორეს მე დაგპირდები.
გეტყვი, თავს ალბათ ვერ შევიკავებ,
-მე შენ მიყვარხარ, კი არ მჭირდები..

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 910 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]