მთავარი » 2010 » მარტი » 13 » ამ ქვეყნად ყველა სულიერი არსება იბადება,
10:45 PM
ამ ქვეყნად ყველა სულიერი არსება იბადება,
ამ ქვეყნად ყველა სულიერი არსება იბადება,ბერდება და ბოლოს სამწუხაროდ კვდება.სანამ ეს არსება ახალგაზრდაა,ყველა მას ეფერება,ესიყვარულება და ბოლოს და ბოლოს ემეგობრება,მაგრამ როგორც კი სიბერე შეეპარება ყველა განზე დგება,იწყებს მასზე ჭორაობას და ძირის გამოთხრას.ფოთოლი… ლამაზი,მწვანე ფოთოლი…მას შეჰხარის ყველა:ხე,ყვავილი,ჩიტი.შენ რომ არ იყო რა გვეშველებაო.ხეს იგი ალამაზებს,უფრო ლაზათიანს ხდის,ყვავილს უხარია: " რომ შემცივდება,წვიმა რომ წამოვა შენ აგეკვრები და აღარ შემცივდებაო.” ხოლო ჩიტისთვის იგი საიმედო სამალავია:”როგორც კი რამე საფრთხეს შევნიშნავ შენთან დავიმალებიო.”და ასე გადის წლები. ფოთოლი ვერც კი იფიქრებს,რომ როდისმე მოვა დრო და მას ყველა გვერდს აუქცევს,აღარ გაეკარება კეთროვანივით.მოვა დრო და მას სიბერე შეეპარება,გაწითლდება,გაყვითლდება და დარჩება მარტო,ეული.ბოლოს საწყალი,დამჭკნარი ფოთოლი უკვე ნატრობს ნეტავ მალე მოვწყდე ხეს და წავიდე ღმერთთან,ის მაინც არ მიღალატებსო. აი,ასეთია ფოთლის ბედი.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1120 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]