მთავარი » 2010 » იანვარი » 1 » ამ ქვეყნად მოვედი თეთრი ფურცლების უთქმელი გზიდან
11:08 PM
ამ ქვეყნად მოვედი თეთრი ფურცლების უთქმელი გზიდან



ამ ქვეყნად მოვედი თეთრი ფურცლების უთქმელი გზიდან,თეთრი და სუფთა აზრებით...ჯერ კიდევ შეუცნობელის შეცნობის ხარბი თვალებით...მსუბუქი,ლაღი,თავისუფალი სულით...სუფთა იყო ფურცლები...თეთრი და ნათელი...მას შემდეგ?მას შემდეგ ბევრი გაილია ხაზი...ზოგჯერ ხაზიდან ხაზს გაჰყოლია აზრი დაუსრულებელი...ზოგან კი,ნახევარგზად შეცყვეტილა...სხვას დაუსვამს წერტილი ჩემს მაგივრად...ან იქნებ მე დამისვამს უნებლიედ?არ ვიცი...
გზაზე?...ბევრი ტირე...სამი წერტილი...ბევრი ცრემლი,მძიმედ ჩასვენებულ ხაზებს...კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი...რატომ?...ბევრი კითხვა შემორჩა უპასუხოდ,ჯერ კიდევ გადაშლილ ფურცლებს...ბევრი შეცდომა,მერე მუქი ფერით გადაშლილი და გადახაზული...ვნანობ?არა!
მე ხომ მოვედი იმ თეთრი ფურცლების გზიდან...იმ თეთრი აზრებითა და ფიქრებით...ახლა?...ახლა სად გაქრა ის სპეტაკი სითეთრე,ჩემი არსებობის ფურცლებისა?...თუმცა...ცარიელი სივრცე სისპეტაკისა...ბევრი წაუწერია ბედისწერას...ბევრით შემივსია მეც...მერე?...მერე ალბათ კიდევ ჩაესვენება ხატულა ასოებად ბევრი რამ...ასოები სიტყვებად...სიტყვები წინადადებებად...და ის წინადადებები შეთხზავენ ამ ჩემს ოატარა ამბავს...ფიქრიანს,მაგრამ თავისუფლებით ლამაზს...
უცებ...ძალიან უცებ იქნება ფურცლის ბოლოც...ბოლო ასოებად ყდაზე გადასვლა ხომ მაინც არ ღირს...არ დასარჩენი მაინც არ რჩება...სხვა დროს...სხვა ფურცელზე...
მე ხომ თეთრი ფურცლების უთქმელ ბილიკებს მოვყევი...თეთრი აზრებით და თეთრი ფიქრებით...მინდა ისევ იმ შეუცნობელის შეცნობის ხარბი თვალით დავხუჭო თვალი...წინ რომ თავისუფლებაა...ჩემი სულის თავისუფლება...მომავალ დრომდე...მომავალ ფურცლებამდე...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1698 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]