მთავარი » 2011 » ივლისი » 9 » ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით...
5:22 PM
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით...


ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.

აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს,
გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს
და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.

ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა,
მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა.
გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო,
რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,

ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 3654 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 2.5/2
სულ კომენტარები: 1
0  
1 Jenny   (2012-11-09 5:03 AM) [Entry]
I'll try to put this to good use imdmeiaelty.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]