მთავარი » 2010 » იანვარი » 9 » აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
8:05 PM
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,

                  * * *
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,
შენ რომ გიყვარდა_ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ეხლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი_ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავიგვიანე.
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია,
შენ რომ გინდოდა_ის გული მე მაქვს,
ვიცი სხვა გული არ გიძებნია.
შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს,
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია,
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს,
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
ეხლა მე შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზრე მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი_ის ქალი მე ვარ,
მაგრამ ვაი რომ დავიგვიანე.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: ქალი | ნანახია: 1409 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]