მთავარი » 2010 » მარტი » 12 » აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი...
0:35 AM
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი...
* * *
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი, 
ხალიანი ტუჩი...მკლავი ანაცერი..
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი 
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული..
ზღვა ღელავდა, თრთოდა, ტალღებს შლიდა მწვანედ, 
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.
განა ბევრი მინდა...ჰოი, დავიქანცე,
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1616 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]