აღარ გაღელვებ... - 14 მაისში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » აღარ გაღელვებ...
5:39 PM
აღარ გაღელვებ...
აღარ გაღელვებ...ვინ იცის რატომ,
ალბად ამურის გაცვდა ისარი,
იქნებ დასრულდა ჩვენი ზღაპარი
და მზე ჩაეშვა ნამაისარი.
ვის დავაჯერებ რომ ასე უმალ
შემოეცალა ზეცას ფერვალი,
სულში დაცემით ჩამოიშალა
ცად შეკიდული მწვერვალთ-მწვერვალი.
აღარ გიყვარვარ ნუთუ პატარავ?
ასე უეცრად ვინ გაგიტაცა?
უდაბნოს სულს თუ გადაეყარე
და შენი თავი მან თუ მომტაცა.
რადგან ამ ქვეყნად შენი გამგები
დასაბამიდან მხოლოდ ერთია
ის ვის გულსიც ხარ ამოტვიფრული
ვინც შენი ხსნა და შენი ღმერთია.
მისი გამოცდა თუ გადაწყვიტე
და გამოჩენა მისი გენება,
დროსა და სივრცის იმ შენაპირზე
იმ ერთადერთის გამოჩინება.
ასეა ეს და მე სხვა ახსნაში
ვიცი ვერავინ ვერ დამაჯერებს,
მოვდივარ, ვკოცნი შენს ნაფეხურებს
და ვერც ვერავინ ვერ შემაჩერებს.

.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 395 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]