მთავარი » 2011 » ივლისი » 19 » ადამიანი არ მეორდება.....
2:27 PM
ადამიანი არ მეორდება.....



”ჩვენ განუწყვეტლივ მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის, სადაც დავტოვეთ. 

წარსული ჩვენი ფესვებია. ფესვები არ ჩანს და ამიტომ გვგონია, თითქოს რეალურად არც არსებობს. არაფერი არ არსებობს ისე რეალურად, როგორც წარსული.”

თითოეული ჩვენგანი შეიძლება დაიბნეს და დაიკარგოს იმ უდაბნოში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
 ცხოვრება რთული გაკვეთილია და ერთი დღის გაცდენაც კი, შეიძლება სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდეს ჩვენთვის.


ადამიანურ ურთიერთობათა გვარი და სახე უსასრულო და ამოუწურავია. ადამიანი არ მეორდება, ისევე როგორც, შეუძლებელია ორი იდენტური გარეგნობა, შეუძლებელია ორი იდენტური ურთიერთობაც.

მთელი სიცოცხლე ლიანდგაზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს. ხანდახან ძლიერი ქარიც დაუბერავს და, რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან.
მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ წონასწორობა შეინარჩუნო.
ხანაც ჩუმად მიიხედ–მოიხედავ და რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი.

 რატომ გვავიწყდება ადამიანებს ყველაფერი ასე მარტივად?...

რატომ ხდება ერთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თუ საგანი ჩვენთვის მეასეხარისხოვანი?...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1368 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 : ))   (2011-07-19 3:26 PM) [Entry]
ყველაფერიი სიიმართლეეა : )) : *ძალიან მომეწონა..: ))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]