˙·٠•●๑۩۞۩๑30 წელი... 30 მესიჯი ...๑۩۞۩๑●•٠·˙ - 7 იანვარს 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » იანვარი » 7 » ˙·٠•●๑۩۞۩๑30 წელი... 30 მესიჯი ...๑۩۞۩๑●•٠·˙
12:28 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑30 წელი... 30 მესიჯი ...๑۩۞۩๑●•٠·˙

წვიმდა,
ცივი ღამე იყო, მაგრამ ბიჭი არ იმჩნევდა და მიაბიჯებდა... ალბათ, იმიტომ,
რომ ძალიან უნდოდა იმ დაბადების დღეზე მისვლა. როგორც იქნა,   მიაღწია
სახლამდე. გაიხსენა სართული და ჩაბნელებულ კიბეებს აუყვა. ზუსტად იცოდა,
იქ რა სიტუაცია და რა ხალხი დახვდებოდა _ ბევრი უცნობი ბიჭი, რამდენიმე
ძმაკაცი და უამრავი ნაცნობი გოგო. მან ისიც იცოდა, რომ აუცილებლად
იჩხუბებდა..მოკლედ, ბიჭმა თითქმის ყველაფერი იცოდა. როგორც იქნა, მიაღწია
ნაცნობ კარამდე და ზარი დარეკა. შიგნიდან მაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა.
კარი ლამაზმა გოგომ გააღო, სწორედ იმან, ბიჭს რომ მოსწონდა.



_ გიო მოხვედი? სად იყავი ამდენ ხანს? _ ღიმილით ჰკითხა გოგომ და თან გადაკოცნა.



_ რა ვიცი, ნიინ, მეგობრებთან ვიყავი და... გილოცავ დაბ დღეს! _ ეს თქვა
და თან სიმწრით ნაშოვნი ფულით ნაყიდი ძვირიანი სუნამო მისცა.



_ მადლობთ. შემოდი და გაერთე... ხალხს გაგაცნობ. _ გოგო ვერ ხვდებოდა, რომ ამ ხალხს გიო არ მოეწონებოდა.



გიომ ხალხი გაიცნო და დალევა დაიწყო. საერთოდ, სმა უყვარდა.
გადაწყვეტილება მიიღო, ნინისთვის სიყვარული აეხსნა. დაუძახა და გვერდზე
ოთახში გაყოლა სთხოვა. ნინიც, რა საკვირველია, დათანხმდა. გიომ შეხედა
ნინის და ძლიერად შეიგრძნო სიყვარული.



_ ნინ, ალბათ, ხვდები, რისი თქმაც მინდა... მოკლედ, მე შენ... ძალიან დიდი
ხანია... მიყვარხარ. და რავი, დანარჩენი შენ უნდა გადაწყვიტო... _ არადა,
ზუსტად იცოდა, რომ ნინიც გიჟდებოდა მასზე.



_ მეეც, _ ღიმილით უთხრა ნინიმ და აკოცა. ეს გიოსთვის უბედნიერესი წამები იყო.



დიდ ოთახში გავიდნენ. ნინიმ ბოლო ხმაზე იყვირა _ მე და გიო უკვე ერთად
ვართო.. 2 წუთში ვიღაც უსიამოვნო ტიპებმა დაუძახეს ბიჭს და სადარბაზოში
ჩაიყვანეს. უთხრეს, ეს ჩვენი უბანია და ნინი ჩვენს ძმაკაცს უყვარსო. გიო
გაოცდა. ყველანაირ ჩხუბს ელოდა, ასეთის გარდა. ბიჭს თავის თავის იმედი
არასოდეს ჰქონია. ამიტომ თავისი ძველი ბიჭი ძმაკაცების სახელების
ჩამოთვლას მოჰყვა. როცა მიხვდა, რომ ეს ტიპები მის ძმაკაცებს ვერ
იტანდნენ, უკვე გვიანი იყო. ახლა მხოლოდ თავისი უბედური "დუბინკის” იმედზე
იყო.. ლაპარაკ-ლაპარაკში დაარტყეს. ამანაც ამოიღო ერთგული "დუბნკა”,
მაგრამ ჯობდა, არ ამოეღო. ერთი კაცი კი დააგდო, მაგრამ მერე ის "დუბინკა”
თვითონვე მოხვდა მრავალჯერ. აი, აქ უკვე გაითიშა...



როცა გამოფხიზლდა, საავადმყოფოში აღმოჩნდა. მის გარშემო უამრავი ადამიანი
ფუსფუსებდა. ყველაზე მეტად ეს არ უნდოდა, უამრავი ახლობელი თავს
დასტრიალებდა და მოთქვამდა, თითქოს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ეს ხალხი ვერ
ხვდებოდა, რომ გიოს მარტოობა ჭირდებოდა... მაგრამ მთავარი საშინელება აქ
იწყებოდა, ანუ მშობლები... მაგრამ რას იზამდა, უნდა დალაპარაკებოდა. და
აი, დაიწყო:



_ გიო, შვილო, ხომ გთხოვე, არ გინდა ეს ჩხუბები-მეთქი. ხომ ხედავ, რა
მოაქვს ჩხუუბს? _ გიო ხვდებოდა, რომ ეს სიტყვები მართლა მამამისის გულიდან
მოდიოდა, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა.



_ გიო, _ ქვითინით დაიწყო დედამისმა, _ უკეთ ხაარ?



გიომაც წესიერი ბიჭის სახით შეხედა და უთხრა, რომ ეს შემთხვევითობა იყო და
მეტი აღარ გამეორდებოდა. საავადმყოფოში 6-მა დღემ გაიარა. ამ 6 დღის
განმავლობაში ნინისგან ზუსტად 30 მესიჯი მიიღო. გადაწყვიტა, ნინის
გამოგზავნილი მესიჯები შეენახა... 6 დღის მერე გამოწერეს. ისიც პირველი
ნინისთან წავიდა. ისევ ყველაფერი ტკიოდა, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად
ანაღვლებდა. ავიდა ნინისთან სახლში. იქ ნინი და მისი ერთი დაქალი დახვდა.
ჩამოჯდა და დაიწყო ლაპარაკი. ძალიან კი არ უნდოდა ამ გოგოსთან ლაპარაკი,
მაგრამ რას იზამდა. გიოს ფული ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, ძმაკაცები
საქეიფოდ დაეპატიჟებინა. ნინისგან პირდაპირ რესტორანში წავიდა. ძმაკაცები
უკვე იქ დახვდნენ, მაგრამ რაღაც საქეიფოდ განწყობილებს არ ჰგავდნენ.
ყველას იარაღი ედო და კასტეტი ეკეთა. მოკლედ, რესტორანთან მთელი ჯარი
დახვდა. როცა იკითხა, რა ხდებოდა, უპასუხეს: რა დროს ქეიფია, წავედით,
ვინც გცემა, ისინი ვნახოთ, ჭკუას ვასწავლითო. მოკლედ, გააჩერეს ტაქსები და
წავიდნენ იმ უბანში. ორმოცნი მაინც იქნებოდნენ, იკითხეს, ეს უბანი ვის
აბარიაო. მოიყვანეს ვიღაც ტიპი, იმანაც უთხრა, კი ჩემმა ძმაკაცებმა ცემეს
ესო... გამოიყვანა ის ტიპები, დაბადების დღეზე რომ იყვნენ. გიომ როგორც კი
დაინახა, მივარდა და დაარტყა. დაიწყო ჩხუბი. აი, აქ ნაღდად ვერ
მიხვდებოდი, ვინ ვის ურტყამდა... საბოლოოდ, ათი ტყვია გავარდა და ყველა
გიოს ძმაკაცი უვნებელი წამოვიდა იქედან. გიო ძმაკაცებს დაემშვიდობა და
სახლში ავიდა. არაფერი ანაღვლებდა ნინის გარდა...



ნინის და გიოს ურთიერთობა ჩვეულებრივად გაგრძელდა. მხოლოდ ერთი თვის
შემდეგ მოხდა რაღაც. წვიმიანი და სევდიანი საღამო   იყო... გიო პუფზე იწვა
და მუსიკას უსმენდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. გიომ აიღო:



_ ბატონო

_ გიო, ნინი ვარ, რას შვებიი? _ არც ისე მხიარული ხმით უთხრა ნინიმ.

_ რავი, მუსიკას ვუსმენ, შენ?

_ რავი, რაღაცაზე მინდა შენთან ლაპარაკი.

_ რა იყო, რა სერიოზული ხარ? _ სიცილით უთხრა გიომ, ვერ ხვდებოდა, წინ რა ელოდა, _ გისმენ!

_ გიოოოო... მოკლედ, შენ ჩემზე 2 წლით პატარა ხარ და ალბათ, ამიტომ ვერ
გავუგეთ ერთმანეთს. მე, რავი, ძაან მიყვარდი... მარა, რავი, გრძნობა
გამიქრა... არ მინდა, რომ გული გატკინო. მარა ჯობია, დავშორდეთ... სწორედ
ამის ეშინოდა გიოს:(

_ რავი, მე შენ გაგიგე. ალბათ, შენ ვერ გამიგე, მარა, არაა პრობლემა, პაკა... მეე... მე ყოველთვის ძალიან მეყვარები...



ტელეფონი დაკიდა და ტირილი დაიწყო... არ უნდოდა, უბრალოდ თავი ვერ
შეიკავა... მას ხომ ნინი მართლა ძალიან უყვარდა... ამ ამბის შემდეგ ერთი
კვირა სახლიდან ვერ გამოდიოდა... ნინისთან არ ულაპარაკია...



ერთ თვეში ახალი გოგო გაიცნო და ეგონა, რომ შეუყვარდა. თუმცა ეს ასე არ
იყო... იმ გოგოს მალე დაშორდა. იმის მერე არავინ არ ყვარებია და მხოლოდ
ნინიზე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა... გიოს ცხოვრება
ჩვეულებრივად წარიმართა. არც მდიდარი იყო და არც უჭირდა. ნინი კი 30 წლის
ასაკშიც უყვარდა... მოკლედ, ნინი მის მეგობრად დარჩა.

გავიდა უამრავი წელი. გიო ნინიზე გიჟდებოდა... ერთ დღეს ყველამ გაიგო, რომ
გიო მე-13 სართულიდან გადახტა. გადახტომამდე ნინის ის მესიჯები გაუგზავნა,
რაც საავადმყოფოში ყოფნისას მიიღო მისგან. ვერავინ მიხვდა, რატომ მოიკლა
თავი გიომ, ვერავინ, ნინის გარდა...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 474 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 1
+1   Spam
1 belusi   (2010-01-09 8:26 PM)
ox ra idioti yopila eg nini :@:@:@:@

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]