მთავარი » 2011 » დეკემბერი » 09

კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-12-09
    

ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც 

მყოფნის,

სიზმრის რაინდებზე დანიშნული,

უაზროდ შეყვარებული ქალები,

რომანის გმირების ასლები,

გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,

ალერსით დაღლილი წყვილები,

უმისამართო ღიმილი,

არამიწიერი სინაზე,

კოცნამდე ახსნილი სიყვარული....


ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:3267



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-12-09
ჩემს უხეშ ხელებს მოენატრა მაგ თმის სირბილე,
ჩემს დამცრალ თვალებს- მაგ თვალების კრთომა-კვესება.
მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე,
წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა.

ხედავ? მევსება ბრმა ცრემლებით რქა საზედაშე,
მზის ჩასვლის სცენას შენთან ერთად სულ სხვა ხიბლი აქვს.
გახსოვს, ფრთებზე რომ ვოცნებობდით, კარგო, მე და შენ -
იარწივეო, მე ვიქნები მხოლოდ ნიბლია......
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:3391