@ @ @ - 23 სექტემბერში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 23 » @ @ @
2:46 PM
@ @ @

 მე რომ შემეძლოს ცაში აფრენა,
ცხადის სიზმარით დავტოვებ არეს,
არ ჩამითვალოთ ესეც გაფრენად,
უბრალოდ ერთ ლექსს მივუძღვნი მთვარეს.

ნეტავ შემეძლოს ღრუბლებზე წოლა,
წამით დავტოვო წყეული ფიქრი,
პრინცესავ თუ არ მომყვები ცოლად,
მაგ თეთრი რაშით საითკენ მიქრი.

ან კი შემეძლოს ვარსკვლავთა დათვლა,
ვფიცავ არ ვკადრო ცოდვილმა რამე,
სიბნელე ჩემი რითმით რომ დათვრა,
უბრალოდ სტროფი ვაჩუქე ღამეს.

უკვე გავიდა წუთი სამოცი,
ვარსკვლავებთან რომ ვასრულებ ცეკვას,
უჩინმაჩინის მქონდეს სამოსი,
არ დაგიწყებდი ძვირფასო ხვეწნას.

მოვიპარავდი ღრუბლის სინაზეს,
ლექსს წაგიკითხავ სიჩუმის ხმაზე,
და რომ არ შევრცხვე ვარსკვლავთ წინაშე,
რითმით ვიწვიმებ უკანა გზაზე.

უსასრულობას ვითხოვებ ცისგან,
იმ გასაღებს კი შენს გულს რომ აღებს,
ისევ ვერ შევწვდი ძვირფასო რადგან,
თითქოს სულ ახლო ჰკიდია მზისგან.

მე რომ შემეძლოს ცაში აფრენა,
ცხადის სიზმარით დავტოვებ არეს,
არ ჩამითვალოთ ესეც გაფრენად,
უბრალოდ შენზე ვუმღერებ მთვარეს.

ავტორი:მიშო დადიანი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 773 | დაამატა: mela12 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]