მთავარი » 2010 » მარტი » 9 » * * *
2:51 PM
* * *
* * *
არავის უამბო გზები რად გაიყო,
რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრების დინებას,
არავის უამბო რა მოხდა, რა იყო,
არავის უამბო, გული ეტკინება.
არავის უამბო თუ როგორ მიყვარდი,
როგორ ვოცნებობდი ან როგორ ვბავშვობდი,
არავის უამბო იმ ლამაზ დღეებზე
და არც ის უამბო თუ რატომ დავშორდით.
არავის უამბო გული რად გაცივდა,
თუ როგორ ჩაგვიქვრა ოცნების ლამპარი,
სხვას ნუ მოუყვები ჩვენს შორის რაც იყო,
მე და შენ ვიცოდეთ ლამაზი ზღაპარი".


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1248 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]