მთავარი » 2010 » მარტი » 9 » * * *
2:42 PM
* * *
* * *
როგორ მიყვარდი? არა, მიყვარხარ!
რით ჩავაბარო ეს გრძნობა წარსულს?!
თუკი ოდესმე გადაგიყვარებ, 
მაშინ ვერასდროს შევხვდები ბათუმს.
მაშინ ვერასდროს დავუვლი ქუჩებს,
სადაც ვეძებდი მე შენს ნაკვალებს.
მაშინ ვივიწყებ ოცნების წუთებს
დავითხრი თვალებს შენგან ნაწამებს..
მაშინ დავნაცრავ ჩემს პოეზიას
და ცეცხლს გავატან ყველა დანარჩენს.
რამ ამარიდოს ტანჯვას და ზიანს?
ვინ შემაგუოს მე ამ განაჩენს?!
წამიყვანს წლები და გამიმეტებს,
და თან წაიღებს დანაცრულ წარსულს..
მხოლოდ შეხვედრა დამაიმედებს
და მე შეგხვდებით შენ ერთს და ბათუმს.

შენ გაიღიმებ და გაიფიქრებ: 
,,ამ პატარა ქალს როგორ ვუყვარდი.."
მაგრამ მე ისევ ისე ძლიერად 
შენ მეყვარები, როგორც მიყვარდი..


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1141 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]