მთავარი » 2010 » მარტი » 9 » * * *
2:34 PM
* * *
შენ არ იცი მე თუ როგორ მიყვარდი 
ამ გულში ის გრძნობა მგონი გადარჩა 
დავშორდეთო შენ გული მომიკალი 
მაგრამ წყენა ჩემში უკვე არ დარჩა 

მიყვარხარო მოხვედი და მითხარი 
შევრიგდეთო ამ გრძნობების თანახმად 
გიპასუხე მე რომ გრძნობით ვიწვოდი 
შენ დასდევდი სხვა გოგოებს კვალდაკვალ 

შენ მითხარი გული როგორ მოგილბო 
დაგიჩოქებ მინდა იყო თამამად 
იმ ტკივილმა ბევრი რამე მასწავლა 
მაგ სიტყვების გამგონი მე აღარ ვარ 

წადი ეხლა ისევ იმას უჩოქე 
ეგ სიტყვები ვისაც გულზე მოხვდება 
ძველ ტკივილმა ბევრი რამე მასწავლა 
და შეცდომა მეტჯერ აღარ მოხდება


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1442 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]