მთავარი » 2010 » მარტი » 7 » * * *
6:03 PM
* * *
  * * *
შენი დანახვა მომწყურდა გესმის?
და ეს წყურვილი ძლიერ მაწამებს,
შენზე ფიქრებმა დამტანჯა უღმრთოდ,
მოგონებისას ძირს ვხრი წამწამებს.
წამი წამს მისდევს, საათი საათს,
ერთი თვე გადის ასე მგონია,
სინათლის ნაცვლად ვუმზერ უკუნეთს,
ერთ საუკუნეს არ მინახიხარ.
შენი დანახვა მომწყურდა გესმის?
ნუთუ წყურვილი ვერ შეგიგრძვნია,
რით ვერ მიმხვდარხარ, რომ უშენობა,
რა ვქნა არაფრით არ შემიძლია.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1123 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]