მთავარი » 2010 » მარტი » 6 » * * *
6:06 PM
* * *
 
* * *
ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით.
მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით...
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს....
..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები.
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას.
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები,
და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას.
გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები....
მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს.
შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები.
ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით.
ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,,
და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1103 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]