Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული

კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-12-14
გელი... შენ გამოჩენას ყოველ წუთს ველი, ამ წამსაც გელი... თვალებს დავხუჭავ სიზმარშიც გელი შენ როდის მოხვალ მე ამ წუთს ველი... შენს გვერდზე განვლილ ყოველ წუთს ვეტრფი... შენს მკერდზე ნაწოლ ჩემ სახეს ვათბობ ამ მოგონებით ოცნებას ვაწყობ...
ავტორი:SVANNI | ნახვები:5445



კატეგორია:სიბრძნეები | თარიღი:2011-12-10

ღიმილი, სუნთქვა და მოძრაობა
ფრანც ვერფელი
თარგმანი გერმანულიდან - გია ჯოხაძე
___________________________________
შენ გააჩინე და შენივე შექმნილით ხარობ _ღაწვებზე დამდის უთვალავი ღიმილის წყარო,სულ რომ ჩუხჩუხებს და წუთითაც რომ არ ისვენებს,
სახეზე მაფენს ნეტარებით მფეთქავ სისველეს.ღიმილი სხვაა და ნაოჭებს არ ემსგავსება _ღიმილი _ ნათლით დაფერილი არის არსება.კრთის შუქი, მაგრამ შარავანდით ვერ ფარავს ხატებს,რადგანაც ნათელს მხოლოდ ჩვენი ღიმილი ჰბადებს.თვალთა კარიბჭეს გაზაფხულის შხეფი მოწყდება
და სიმხურვალეც ღიმილისა ასე მოწმდება:ბებერი ხელი შეუშვირე ამ ნელთბილ კოცონს _შენ გააჩინე და შენივე შექმნილი მოგწონს!
ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე!...
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:2914



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-12-09
    

ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც 

მყოფნის,

სიზმრის რაინდებზე დანიშნული,

უაზროდ შეყვარებული ქალები,

რომანის გმირების ასლები,

გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,

ალერსით დაღლილი წყვილები,

უმისამართო ღიმილი,

არამიწიერი სინაზე,

კოცნამდე ახსნილი სიყვარული....


ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:3268



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-12-09
ჩემს უხეშ ხელებს მოენატრა მაგ თმის სირბილე,
ჩემს დამცრალ თვალებს- მაგ თვალების კრთომა-კვესება.
მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე,
წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა.

ხედავ? მევსება ბრმა ცრემლებით რქა საზედაშე,
მზის ჩასვლის სცენას შენთან ერთად სულ სხვა ხიბლი აქვს.
გახსოვს, ფრთებზე რომ ვოცნებობდით, კარგო, მე და შენ -
იარწივეო, მე ვიქნები მხოლოდ ნიბლია......
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:3393



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-11-30
  რაზმებად შევკარი დაჭრილი გულები,
გარდაცვლილ იმედებს სანთელი დავუნთე,
ლოცვით გავაცილე მზედაკარგულები,
ქვესკნელის შიშები უბეში გავუთბე.
განწყობა შევცვალე ისევე განწყობით
და სარკმლის რაფაზე ვარდები დავაწყვე,
სიცოცხლე ვამხილე მომავლის აწმყოში,
აწმყო კი წარსულის ჩანთაში ჩავაწყვე....
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:2606



კატეგორია:სასიყვარულო ჩანახატები | თარიღი:2011-11-30
კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა...
პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი...
არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...
ისევ იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორედ, მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო აქ სინათლე უკანასკნელად...
მომაბეზრა თავი ტკივილმა....
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:2371



კატეგორია:სასიყვარულო ჩანახატები | თარიღი:2011-11-30
რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე.
ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა,
ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით.
რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები?
მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები !
ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად...
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:3116



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-11-30
ვეფერები თითებს... 
ამდენს როგორ მითმენ? 
ქარს მოყვება შხეფები... 
მე კი, თითებს ვეხები... 
ქარი მღერის ფარულად... 
გულში შემოპარულა... 
მე შენს თითებს ვეხები... 
ქარს კი მოაქვს შხეფები... 
შენ რომ გხედავ ვენთები... 

ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:4502



კატეგორია: | თარიღი:2011-11-30
• • •

არ გინდა?
ყოველ გაღვიძებაზე...
ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს...
და მზის საოცარ გაღიმებაზე,
რომ დაგეწაფო...
ისე დაგლიო...

ბალიშად ჩემი ხელები გქონდეს...
ბავშვივით მაინც, ოდნავ მორცხვობდე...
სადღაც შორს, ქარი გიჟივით ქროდეს...
და ერთმანეთის ფიქრით ვცოცხლობდეთ...
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:1465



კატეგორია:სხვადასხვა | თარიღი:2011-11-26

”მე სულს მოგცემ…”


”მე გადმოვცურავ ზღვას…”


”ზღვას, ნუ გადაცურავ ზღვას, ერთ მშვენიერ წამს, გადავცუროთ ერთად…”

ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:5409


« 1 2 3 4 ... 120 121 »